We must transform education !

ორი დღეა რაც პრაკტიკები დამეწყო (თუ შეიძლება ამას პრაკტიკა დავარქვათ)საზღვაო აკადემიის გემზე “Akademia” და გადავწყვიტე გაგაცნოთ ჩემი მოსაზრება  აკადემიაში სწავლის შესახებ.

Continue reading

Advertisements
Posted in Uncategorized | 3 Comments

ჯეკი და მეზღვაური

ეს პატარა მოთხრობა აუცილებლად უნდა იყოს მეზღვაურის ბლოგზე 🙂 Continue reading

Posted in Uncategorized | 3 Comments

დიდი მოგზაურობის დასაწყისი :)

დავიწყებ თავიდან 🙂 8-9 წლის ვიქნებოდი პირველად რომ გამიჩნდა სურვილი ჩემი ცხოვრება ზღვასთან დამეკავშირებინა,მამა მეზღვაური მყავს და ბავშვობიდან მესმოდა მისი მოყოლილი საინტერესო, სახალისო და სახიფათო ისტორიები თავისი პრაქტიკიდან,იმ ქვეყანათა 80%-ში ნამყოფია რომელსაც ზღვაზე გასასვლელი აქვს და რაღა თქმა უნდა ერთი-მეორეზე უკეთესი ისტორიები ბლომად იყო. მეც ვუსმენდი და ფიქრებით უკვე ზღვაში ვიყავი,ახლაც ხშირად წარმოვიდგენ  უკვე ასაკში შესული ჩიბუხით ხელში თეთრი წვერით როგორ გავყურებ უკიდეგანო ჰორიზონტს  ცაზე-თოლიები, წყალში-დელფინები მიგაცილებენ და გიმრავალფეროვნებენ   ერთფეროვან პეიზაჟებს.მე კი ფიქრებით იმ ჰორიზონტს მიღმა დატოვებულ სახლთან ვარ,რომელსაც ვერცერთი ადგილი ვერ შეედრება დედამიწის ზურგზე და ხალხთან ,რომელსაც ენატრები და გენატრება. ამ ”მონატრებით” აიხსნება  ალბათ ამ პროფესიის რომანტიულობა და არა მარტო ამით.. 🙂

რაც შეეხება ბლოგს 🙂 ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ვერ ვიპოვე მსგავსი თემატიკის ბლოგი და საერთოდ ზღვაოსნობაზე და ზღვაოსნებზე  ძალიან ცოტა ინფორმაციაა, მიუხედავად იმისა,რომ ბევრი მეზღვაური გვყავს საქართველოში.მე შევეცდები შეძლებისდაგვარად მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ საინტერესო პროფესიაზე.
იმედია მალე მექნება იმის ბედნიერება,რომ შუა ოკეანიდან  შემოვიარო ბლოგზე და საინტერსო ისტორიები მოგიყვეთ  ოკეანეთიდან.  გკოცნით,გეფერებით თქვენი  Sea-Son-ი 😀

Posted in Uncategorized | 5 Comments